ოპეკმა გაზარდა 2021 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესახებ პროგნოზი. “OPEC +”-ის ერთობლივმა ტექნიკური კომიტეტის (JTC) მოხსენებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ნავთობის დეფიციტი ბაზარზე იქნება 1,1 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში, რაც მცირედით აღემატება აგვისტოს თვის პროგნოზს – 900 ათასი ბარელით/დღეში.
მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ოქტომბერში სანავთობო ბაზარზე მიწოდება 1.2 მლნ ბარელით ნაკლები იქნება მოთხოვნილებაზე, ნოემბერში – 900 ათასი ბარელით/დღეში.
2022 წლისთვის პროგნოზი მიწოდების ზედმეტობასთან დაკავშირებით უცვლელია, მაგრამ შემცირდა მისი მოცულობა – აგვისტოს თვის ანგარიშის მიხედვით 1.6 მილიონი ბარელიდან/დღეში სექტემბრის თვის ანგარიშში 1.4 მილიონ ბარელამდე/დღეში.
ტრადიციულად, “OPEC +”-ის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრა წინ უსწრებს ერთობლივი მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის და “OPEC +”-ის მინისტრთა შეხვედრას. “OPEC +”-ის მინისტრთა მორიგი შეხვედრა 2021 წლის 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.