საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მედია ხშირად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “მარჯვენა ხელს” უწოდებს, განაცხადა, რომ ”ჩვენ მივესალმებით რუსული ინვესტიცების საქართველოში განხორციელებას, თუ ეს კაპიტალი საქართველოს საკეთილდღეოდ იმუშავებს.
“ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინვესტორს და ნებისმიერ კაპიტალს, მათ შორის რუსულსაც, თუ ის ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოსვლისა და განთვასების თავისუფალი გარემოა. ქვეყნაში ბვერი რუსული კომპანია ოპერირებს, რომელთა 80%-ი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებია”. განაცხადა მერაბიშვილმა
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული კომპანიები გეგმავენ დამატებითი ინვესტიციების ენერგეტიკის სექტორში განხორციელებას. საქართველოში ოპერირებენ VTB და РАО ЕЭС, რომლებიც მომგებიან ბიზნეს ეწევიან.
ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ “ფულს სუნი არ აქვს”. “ნებისმიერი ქვეყნის ინვესტიციასა და კაპიტალს მიესალმება საქართველო, ისევე როგორც ყველა ადამიანს, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასარგებლო საქმეში ჩარეთვება,”-განაცხადა მერაბიშვილმა.