OPEC: 2024 წლამდე ნავთობი ყველაზე მოთხოვნად საწვავად დარჩება

განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) მზარდი წილის მიუხედავად, ნავთობი ყველაზე მოთხოვნადი საწვავი გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება, თუმცა მისი წილი გლობალურ მოხმარებაში შემცირდება. ამის შესახებ საუბარია OPEC-ის ნავთობის მსოფლიო პერსპექტივის (WOO) გრძელვადიან პროგნოზში.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ნავთობმა შეადგინა გლობალური ენერგიის მოხმარების 30%. პანდემიის შემდეგ მოთხოვნის აღდგენის ფონზე, 2025 წლისთვის ის 31%-მდე გაიზრდება. თუმცა, ამის შემდეგ, ნავთობზე მოთხოვნას  ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამო,  28%-მდე შემცირდება.

ამასთან, განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ენერგეტიკულ ნარევში 2045 წლისთვის 2.5%-დან  10%-მდე გაიზრდება.

Leave a Reply