საქართველოსა და გაზპრომის 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

ევროპაში გაზის ფასი 680 დოლარს მიუახლოვდა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 680 აშშ დოლარს შეადგენს.

ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება კი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 680 აშშ დოლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.

Leave a Reply