ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტა Solanа ღირებულებით მეშვიდე ადგილზეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მისი ღირებულება თითქმის 220%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Euronews წერს.
Solanа 18 თვის წინ შეიქმნა და დღეისათვის მისი კაპიტალიზაცია 30 მილიარდ დოლარს აღემატება. მთავარი მიზეზი, რის გამოც სოლანა ყურადღების ცენტრში მოექცა არის ის, რომ იგი არის ე.წ. NFT (Non-fungible) ტოკენი.
Non-fungible ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. მაგალითად, ბიტკოინი არის ცვლადი პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბიტკოინი გადაცვალოთ სხვა კოინში ან ისევ ბიტკოინში და ამით არაფერი შეიცვლება, თქვენ ისევ იგივე ღირებულების მქონე პროდუქტს მიიღებთ.
წყარო: report.ge