2021 წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანმა თურქმენეთიდან 29,850,19 ტონა ნავთობი შემოიტანა, რაც 2,7-ჯერ ნაკლებია, 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით. აღნიშნულის შესახებ მთავრობამ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თურქმენეთმა ქვეყანაში 14 მლნ. 224.62 ათასი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიტანა.
წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში ნავთობის იმპორტი მხოლოდ თურქმენეთიდან ხორციელდებოდა.
2020 წელს, მთლიანობაში, აზერბაიჯანმა თურქმენეთიდან 58,668,33 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 180,569,8 ტონა ნავთობი შემოიტანა.
ნინო სამადაშვილი