რომელ კრიპტოვალუტას უწინასწარმეტყველებენ 2400%-იან ზრდას?

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია Ripple-ის ტოკენი – XRP-ის ღირებულება, შესაძლოა, 2400%–ით გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კრიპტოვალუტა ერთ თვეში 1260%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 3.4 აშშ დოლარს მიაღწია.

ანალიტიკოსების ვარაუდით, XRP-ის ღირებულება, შესაძლოა, 20-30 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

გასული თვის განმავლობაში, XRP ფასი 116%-ით გაიზარდა. ამასთან, მისმა კაპიტალიზაციამ  54.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. Credible Crypto-ის პროგნოზით, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ შეიძლება  1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს.

წყარო: report.ge

 

Leave a Reply