ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ჩინურმა კომპანიამ ფიქლის ნავთობის საბადო აღმოაჩინა

ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) სპეციალისტებმა  ფიქლის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ფიქლის ნავთობი დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადოშია (ჰეილონგიანგის ჩრდილო -აღმოსავლეთი პროვინცია) აღმოჩენილი. ნედლეულის გეოლოგიური მარაგის მოცულობა 1.27 მილიარდი ტონაა.

”ეს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ფიქლის ნავთობის კვლევასა და განვითარებაში”, – ნათქვამია ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებაში.

დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადო არის ჩინეთის უდიდესი საბადო რეზერვების თვალსაზრისით. იგი 1959 წელს აღმოაჩინეს. მისი ნავთობის მარაგი დაახლოებით 5.7 მილიარდი ტონაა.

Leave a Reply