2022 წელს, ინდოეთი გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის გაზრდას გეგმავს. კერძო კომპანია Swan Energy–მ უკვე განაცხადა საკუთარი მცურავი ტერმინალის ამოქმედების შესახებ.
როგორც ჟურნალი “ნავთობისა და გაზის ვერტიკალი” იტყობინება, აღნიშნული 12%-ით გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას სუპერგაგრილებული საწვავის გადაზიდვის კუთხით და მიაღწევს 47.5 მილიონ ტონას წელიწადში.
მოსალოდნელია, რომ ინდოეთის LNG-ის ახალმა მარაგებმა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი აზიაში ბუნებრივი აირის ფასების დაჭერას, რომელიც რეკორდულად გაიზარდა მიმდინარე წლის დასაწყისში, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო განვითარებად ქვეყნებში ქვანახშირიდან ან ნავთობიდან გაზზე გადასვლით.
Swan Energy Limited (SEL) ინდოეთში 1909 წელს დაარსდა. ის თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Swan Mills Ltd. (SML). აწარმოებდა და ყიდდა ბამბასა და პოლიესტერულ ქსოვილებს ქვეყნის მასშტაბით.
2008 წელს კომპანია შეციდა მწვანე ენერგიის სექტორში და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების კუთხით.
ნინო სამადაშვილი