“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2 აშშ დოლარით (2,9%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.
ამ დროისათვის, Azeri Light-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 70,12 აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულ ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, ხსენებული დროისთვის ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი – 2008 წლის ივლისში, როდესაც მისი ღირებულება 149,66 დოლარი იყო.