გაერთიანებული სამეფოს ტონი ბლერის გლობალური ცვლილების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გარემოში ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად მოსახლეობის დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთი გეგმავს 2035 წლისთვის ავტომობილების 60% ელექტრომობილით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ BBC წერს.
მეცნიერთა გათვლებით, ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად საჭირო იქნება ერთ ადამიანზე საჰაერო მოგზაურობის დიაპაზონი 6%-ით შემცირდეს, ხოლო ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რეგულარულად მართავენ მანქანას – მხოლოდ 4%-ით.
”ვფიქრობ, 2050 წლისთვის ჩვენ ვიხილავთ ცვლილებებს ავიაციაშიც, კერძოდ ისეთს როგორიცაა სუფთა საწვავისა და წყალბადის გამოყენება, ასევე ელექტრო თვითმფრინავები უფრო მოკლე მანძილზე მოგზაურობისთვის და სხვა”, – აცხადებს ბრიტანეთში ენერგიისა და კლიმატის სადაზვერვო განყოფილების სპეციალისტი ჯესრალსტონი.
ამასთან, ექსპერტები ელიან, რომ 2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება.
წყარო: report.ge