უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდის თაობაზე ბრძანება გასცა. მისი განცხადების თანახმად 2021 წლის მეორე ნახევარში ბუნებრივი აირის ბალანსი 32 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
გარდა ამისა, რესპუბლიკის ლიდერის უშუალო დავალებით, კონკურსის საფუძველზე, აქტიურად უნდა მოხდეს გამოცდილი კონტრაქტორებისა და ინვესტორების მოზიდვა, აუთვისებელ საბადოებზე საჭირო გეოლოგიური და ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად.
წლის ბოლოსთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოებამ უნდა მიაღწიოს 850 ათას ტონას.
“ეკონომიკური ზრდის ტემპის და ახალი პროექტების გათვალისწინებით, ბუნებრივი აირზე მოთხოვნა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 30%-ით გაიზრდება. უკვე დღეს, აუცილებელია კონკრეტული გეგმების შემუშავება ბუნებრივი აირის რესურსების ეფექტურად გამოსაყენებლად, აღნიშნული მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე, ენერგეტიკის სექტორის გაციფრულება ” – აღნიშნა მირზიოევმა.
წლის დასაწყისიდან უზბეკეთში ბუნებრივი აირის წარმოება 4,7%-ით გაიზარდა, ხოლო ნავთობის წარმოება 2,2%-თ შემცირდა.
ნინო სამადაშვილი