4 მაგალითი, თუ რატომ უნდა ვუთხრათ არა პლასტმასის ჭურჭელს!

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წყალს ყოველდღიურად პლასტმასის ბოთლიდან ვსვავთ? პლასტმასის ბოთლიდან ან პლასტმასის ჭურჭლიდან საკვების მიღების დროს ჩვენ გარკვეული რაოდენობის მიკროპლასტმასსაც ვიღებთ.

ამ სტატიაში მოგიყვანთ 4 მაგალითს, თუ რატომ უნდა ვუთხრათ არა პლასტმასის ჭურჭელს!

1. პლასტმასის კონტეინერიდან მიკროპლასტმასი თქვენს საკვებზე გადმოდის:

The Journal of Food Science– ის კვლევის თანახმად, ადამიანი წელიწადში მინიმუმ 74,000 მიკროპლასტიკის ნაწილაკს იღებს. მათ უმრავლესობას კი სწორედ პლასტმასის კონტეინერებიდან ვიღებთ.

თუ თქვენ ყოველდღიურად გიწევთ პლასტმასის კონტეინერებით ტარება საკვების სამსახურში ან მათ იყებეთ სახლში პროდუქტის შესანახად, ჩაანაცვლეთ ისინი მინის ან ფაიფურის კონტეინერებით. გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

2. მიკროპლასტმასი საზიანოა თქვენთვის:

მილიონობით გამოყენებული პლასტმასის ნივთების დაშლას 1 000 წელიწადზე მეტი სჭირდება, თუმცა მათი უმრავლესობა მალევე იშლება უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად, რომლებსაც მიკროპლასტმასებს უწოდებენ.

მიკროპლასტმასი, რომელიც მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა დააზიანოს ადამიანის იმუნური სისტემა და გამოიწვიოს უნაყოფობა. ამის შესახემ იტყობინება გამოცემა The Telegraph-ი. მიკროპლასტმასი დედის პლაცენტაშიც კი აღმოაჩინეს.

3. უსაფრთხო პლასტმასი არ არსებობს:

არსებობს პლასტმასების მრავალეფროვანი არჩევანი. ზოგიერთი პლასტმასის მასალა არ გამოდგება საკვებთან კონტაქტისთვის, ზოგიერთი ვერ იტანს გახურებასა თუ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, ზოგიც კი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მაგალითად პოლიკარბონატი კონდენსირებული ფენოლისა და აცეტონისგან მიიღება და განსაკუთრებით საშიშია ამ ნივთიერებების კონტაქტი საკვებთან და სასმელთან. მით უმეტეს, თუ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გათბება. ამ დროს პლასტმასის ბოთლიდან მავნე ნივთიერებები შიგთავსში გადადის. ფენოლი უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. დადგენილია მისი კავშირი ძუძუს, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოსთან, აუტიზმის გამოვლენასთან.

4. კონტეინერები მავნეა გარემოსთვის:

ჩვენ ყოველდღიურად დედამიწას პლასტმასის ნაგვით ვავსებთ და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება უკვე მრავალი წელია. მიკროპლასტმასი გვხვდება ოკეანეებში, თევზებში, სასმელ წყალში, საღებავში, წვიმის წყალში, სუფრის მარილსა და უკვე ადამიანის ორგანიზმშიც კი!

ერთადერთი გამოსავალია შევწყვიტოთ მათი გამოყენება. უარი ვთქვათ პლასტმასის ჭურჭელზე, გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენსა და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

წყარო: greenbalance.ge

Leave a Reply