2011-2013 წლებში, მთავრობის მიერ დაფინანსებული ჩინელი მსახიობები აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ს ნავთობისა და გაზსადენების კომპანიებში შეღწევის მცდელობებში. ნათქვამია კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა (CISA) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განაცხადებაში.
საერთო ჯამში, აშშ-ს მთავრობამ გამოავლინა და თვალყური მიადევნა 23 ამერიკულ ბუნებრივი აირის მილსადენის ოპერატორს, რომლებიც წარმოადგენდნენ ხსენებული 2011-2013 წლებში განხორციელებული კიბერ შეჭრისა და თავდასხმების სამიზნეებს. გამოვლენილი სამიზნე სუბიექტებიდან 13-ზე შეჭრის მცდელობა დადასტურდა, 3-მა მოახერხა თავდასხმის მოგერიება, ხოლო 7 კომპანიაში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა სიმწვავის კიბერშეღწევა.
აშშ აღნიშნულ თავდასხმებს უკავშირებს “ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მსახიობებს” – ნათქვამია ხსენებულ ანგარიშში. მსახიობების კონკრეტულ მიზანს სწორედ ამერიკის მილსადენების ინფრასტრუქტურა წამოადგენდა – აცხადებენ CISA და FBI. ამ თავდასხმების მთავარი დანიშნულება იყო ჩინეთის დახმარება აშშ-ს მილსადენების წინააღმდეგ კიბერშეტევის შესაძლებლობების განვითარებაში, მილსადენების ფიზიკურად დაზიანების ან მათი ოპერირების შეფერხების მიზნით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჟიანმა უარყო ანგარიშში არსებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ მასში “ტყუილი და მართალი ერთმანეთშია არეული” – იუწყება South China Morning Post.
”რადგან სწორედ აშშ არის კიბერშეტევების ყველაზე დიდი წყარო ჩინეთის წინააღმდეგ. 2020 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ 42 მილიონი მავნე კიბერ საქმიანობიდან 53 პროცენტი მოდის აშშ-დან, ” – დაამატა ჟაომ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოსცა ახალი დირექტივა, რომელიც ითხოვს ნავთობისა და გაზსადენების მფლობელებისა და ოპერატორებისგან განახორციელონ დამატებითი დაცვა კიბერშეტევებისგან.
კიბერსაფრთხეებისგან დაცვისადმი გაზრდილი ყურადღება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც კომპანია Colonial Pipeline-ის მიერ ოპერირებულ გაზსადენზე, რომელიც ნიუ-იორკისა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისთვის საწვავის მიწოდების მთავარი წყაროა და აშშ-ის უდიდეს მილსადენს წამოადგენს, მიმდინარე წლის 7 მაისს კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, საწვავზე დეფიციტი შექმნა და მისი ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
ნინო სამადაშვილი