რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

“გაზპრომმა” შეამცირა ევროპის დიდი საცავების ბუნებრივი აირით მომარაგება

რუსული გაზის ექსპორტიორმა “გაზპრომმა, 31 ივლისიდან შეამცირა ბუნებრივი აირის ევროპის დიდი მიწისქვეშა საცავებისთვის მიწოდება.

საუბარია საცავებზე Haidach (ავსტრია), Rehden (გერმანია) და Bergmeer (ნიდერლანდები). 2 აგვისტოს დილის მონაცემებით, ყველა ხსენებული საცავი ევროპაში, რომელსაც “გაზპრომი” ბუნებრივი აირით ამარაგებს, მხოლოდ 20%, 9% და 16% არიან შევსებულნი.

შაბათ-კვირაობით, როდესაც წარმოება აქტიურად არ მუშაობს, შესაძლებელი ხდება დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის საცავებში განთავსება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტია. ძალიან ცივი ზამთრის შემდეგ, ხსენებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა განსაკუთრებულად ცხელმა ზაფხულმა: გაზის რეზერვების აღდგენა დაგეგმილზე ნელა მიმდინარეობს. სირთულეები წარმოიშვა ასევე მსოფლიო ბაზარზე გათხეევადებული ბუნებრივი აირის (LNG) დეფიციტის გამო.

აღნიშნულმა ფაქტორებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ივლისში ევროპულ ბაზარებზე ბუნებრივი აირის ფასის რეკორდულ მაჩვენებლამდე (500 დოლარი ათას კუბურ მეტრზე) გაზრდაში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply