გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.9 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 437.6 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 1 მილიონი ბარელით და შეადგინა 236.5 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 3.7 მილიონი ბარელით და შეადგინა 142.3 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.