“OPEC +”-ის ალიანსმა გააუქმა შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო ორშაბათს, 5 ივლისს და ჯერ არ გადაუწყვეტია მოლაპარაკებების ახალი თარიღი. ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
”კონსულტაციების შემდეგ პრინც აბდელ აზიზ ბენ სალმანთან, საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის მინისტრთან და რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსანდრე ნოვაკთან, ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნების მინისტრთა მე–18 სხდომა გაუქმდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ოპეკმა ასევე დააზუსტა, რომ შემდეგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით იქნება დანიშნული.