ორშაბათს OPEC +-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გაუქმების შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასები 2%-ით გაიზარდა.
თბილისის დროით 8:32 საათისთვის, სექტემბრის ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნაზავზე 0.44%-ით, ანუ, 77.5 აშშ დოლარით გაიზარდა, WTI–ს ტიპის ნავთობის გვისტოს ფიუჩერსებისა კი – 2.05%-ით, ანუ, ერთ ბარელზე დაახლოებით 76.71 აშშ დოლარამდე.
მედიის ცნობით, OPEC+-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაუქმდა საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის გამწვავებული უთანხმოების გამო, სანავთობო ხელშეკრულების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელების პირობებთან დაკავშირებით. შედეგად, OPEC+-ის კვოტები ამჟამად არსებულ დონეზე რჩება.
1 და 2 ივლისს ალიანსის შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო ხსენებულ საკითხზე არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინციპული პოზიციის გამო.
”ყველა დაძაბული ადევნებს თვალს დახურული არაფორმალური მოლაპარაკებებიდან ინფორმაციის პოტენციურ გაჟონვას. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ფასების რყევები ნებისმიერი მიმართულებით ” – განუცხადეს Wallst Journal–ს Rystad Energy–ის ანალიტიკოსებმა.
ნინო სამადაშვილი