“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”, “OPEC +”-ის ტექნიკურმა კომიტეტმა განიხილა სანავთობის ბაზარზე ვითარების განვითარების ორი სცენარი: ერთი მათგანი წარმოადგენს ოპეკის საბაზისო მოხსენებას, რომელიც ითვალისწინებს 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას 5,95 მლნ ბარელით/დღეში, ხოლო მეორე, კონსერვატიული – ითვალისწინებს მოთხოვნილების ზრდას 500 ათასი ბარელით ნაკლებად.
აღინიშნა, რომ ორივე სცენარი ითვალისწინებს ბაზარზე დეფიციტს დაახლოებით 1,5 მლნ ბარელის/დღე-ღამეშუ და 0,8 მლნ ბარელის/დღე-ღამეში ოდენობით, შესაბამისად.
წყაროს განცხადებით, შეხვედრის შედეგების შემდეგ რეკომენდაციები არ გაცემულა. მან აღნიშნა, რომ აგვისტოს თვიდან მოპოვების ოდენობის შესაძლო ვარიანტები არ განხილულა.
მისი თქმით, ტექნიკურმა კომიტეტმა დააფიქსირა, რომ ივნისში “OPEC +”-მა გარიგება შეასრულა 114% -ით, ამასთან ოპეკმა – 124%-ით (საუდის არაბეთის ნებაყოფლობითი შემცირების გათვალისწინებით), ოპეკში არშემავალმა წევრებმა – 93%-ით.