პრემიერი: თბილისის სტიქია კლიმატური ცვლილებების მნიშვნელოვანი გამოწვევაა

პრემიერი: თბილისის სტიქია კლიმატური ცვლილებების მნიშვნელოვანი გამოწვევაა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატურ ცვლილებებს თანამედროვეობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უწოდებს და განმარტავს, რომ თბილისის სტიქია ამის დასტურია. როგორც მან ნიუ–იორკში ინტერაქტიულ დიალოგში „ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს დღე მიზეზია იმისა თუ რატომ უნდა გაათმაგოს საქართველომ ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან.

„მსოფლიოს წინაშე დგას გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი სასმელი წყლის ხარისხს, აბინძურებს ჩვენს ბუნებრივ რესურსებს და უზარმაზარ ზიანს აყენებს კერძო პირებისა და ინდუსტრიის მთელი დარგების საკუთრებას. ეგრეთ წოდებული მწვანე განვითარებისადმი (ეკონომიკური ზრდა ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებით) საქართველოს ერთგულება ურყევია. ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველო საკმაოდ დაუცველია კლიმატური ცვლილებებისგან. წელს ზაფხულში ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, დატრიალდა სტიქიური უბედურება, წყალმოვარდნა, რომელმაც სავალალო შედეგები იქონია ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს ტრაგედია კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა კლიმატურ ცვლილელებთან ბრძოლას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ნახშირბადის გამოყოფის ტექნოლოგიებში ინვესტიციების წახალისების გზით, რის შედეგადაც შესაბამისი რაიონების მოსახლება დაცული იქნება ზიანისგან.

Leave a Reply