პრემიერი: საქართველო დგამს ნაბიჯებს კლიმატური რისკების დაცულობის უზრუნველყოფისთვის

პრემიერი: საქართველო დგამს ნაბიჯებს კლიმატური რისკების დაცულობის უზრუნველყოფისთვის

საქართველო დგამს ნაბიჯებს კლიმატური რისკებისა და მათგან დაცულობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ნიუ–იორკში ინტერაქტიულ დიალოგში „ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო, როგორც გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი 1994 წლიდან, უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ამ კონვენციისა და მის ფარგლებში წარმოებული მოლაპარაკებების მიზნებს.

2013 წელს საქართველომ, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მიღწეული შედეგების საფუძველზე ჩვენ მოვამზადეთ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც განსახილველად მიეწოდება გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს. ამ დოკუმენტში ასახულია ახალი, 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ზომები, რომელთა მიზანიცაა 2020 წლის შემდგომი კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგების მინიმიზაცია. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო მდგრადი განვითარების მიზნები და ადგილობრივი პირობები.

გარდა ამისა, საქართველო მზად არის შეიმუშაოს და დანერგოს ეროვნულ დონეზე ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციის აუცილებელი ზომები და ტყის გაკაფვისა და დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილი ემისიის შემცირების მექანიზმი”, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply