სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, ლაზოს, შუშის, მონასტრის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და შალვა ახალციხელის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, სულუხიას, ანაკლიას, გიორგი ერისთავის და ჩინჩიბაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის, პატარიძის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ორპირის, საადის, სამღებროს, ბეთლემის, გომის, ძმები ზდანევიჩების და სალმის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის და სპირიდონ კედიას ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.