სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

რა თანხა შედის ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან

2021 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 579 854 716 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 434 011 569 ლარი იყო.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 523 743 345 ლარი შეადგინა. მათ შორის აქციზმა ბენზინზე – 109 668 759 ლარი; დიზელზე – 80 419 536 ლარი; ნავთზე – 18 283 ლარი; სხვა ნავთობპროდუქტებზე – 9 936 721 ლარი შეადგინა.

წყარო: bpn

Leave a Reply