“ოპეკი +”-ის ალიანსის ქვეყნების მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია მ/წლის 1 ივლისს. ამავე დროს, ჯერჯერობით არ არსებობს წინადადებები გარიგების გაგრძელების პარამეტრების შესახებ, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
1 ივნისის შეხვედრის შედეგად, ალიანსმა უცვლელი დატოვა გარიგების წინა პარამეტრები, ანუ მონაწილე ქვეყნები ივლისის თვეში ოდნავ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას.
ნოვაკის განცხადებით, რუსეთს აქვს “ოპეკი +”-ის პარამეტრების წინადადებების შეთავაზების სხვადასხვა ვარიანტი ივლისის თვის შემდეგ. შედარებით კონკრეტული გეგმები შემუშავდება შეხვედრის დროისთვის.
“ჩვენ ამას 10 დღეში დავინახავთ. პრინციპში, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი – მივიღოთ ერთი თვის განმავლობაში, ან რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია ასევე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში”, – თქვა ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში ნოვაკმა განაცხადა, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარმა პანდემიის წინა დონეს უნდა მიაღწიოს 2022 წლის შუა რიცხვებში.