ჩინეთის ნაციონალურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (CNPC) ტარიმის აუზში აღმოაჩინა ნავთობისა და გაზის საბადო 1 მილიარდი ტონის ოდენობის მარაგებით, “Hydrocarbons Technology”-ის მიაერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
”CNPC-მა ტარიმის აუზში გახსნა ნავთობისა და გაზის ყველაზე მსხვილი საბადო, რომლის მარაგები არის ერთი მილიარდი ტონა. ეს აუზი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე ავტონომიურ რაიონში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ ჭაბურღილი მდებარეობს ნავთობსაბადო ფუმანის რაიონში, რომელიც ნედლი ნავთობის მოპოვების ძირითადი ბლოკია ტარიმის ნავთობსაბადოზე.
გამოცემის თანახმად, ფუმანის ნავთობსაბადოს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს ადგილად ითვლება გეოლოგიური დაზვერვისათვის, გააჩნია მსხვილი ნავთობმოპოვებითი ზონა.
წლიური მოპოვება ფუმანის საბადოზე გაიზარდა ექვსი წლის წინ მისი გახსნის მომენტიდან 30 ათასი ტონადან 1,52 მილიონ ტონამდე 2020 წელს. სავარაუდოდ, მ/წელს ამ საბადოზე მოპოვება მიაღწევს ორ მილიონ ტონას.