ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი საგრძნობლად იზრდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ნორვეგიის მარაგების შემცირებაა.
ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის ფასი 6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 357 აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის მარტის დასაწყისის შემდგომ ყველაზე მაღალია. მაშინ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ათას კუბურ მეტრზე 969 დოლარამდე მერყეობდა.