ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

4 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 4 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტალების (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის (ნაწილობრივ) და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply