ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

ვარციხე ჰესი, შუახევ ჰესი, ლაჯანურ ჰესი – რომელმა ჰესებმა გამოიმუშავეს აპრილში ყველა მეტი ელექტროენერგია

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2021 წლის აპრილში თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის აპრილში თბო, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 825.464 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.

გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 6,859 მლნ კვტსთ ქარლის ქარის სადგურის,, 65,304 მლნ კვტსთ თბოსადგურების, ხოლო 753.301 ჰიდროსადგურების წილად მოდის.

ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში 109.880 მლნ კვტსთ მცირე სიმძლავრის, 147.200 მარეგულირებელი, ხოლო 496.221 მლნ კვტსთ სეზონური ჰესების წილია.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით შედგენილ რეიტინგს ასეთი სახე აქვს:

1. ვარციხე ჰესი (სეზონური) – 110.882 მლნ კვტსთ
2. შუახევ ჰესი (სეზონური)- 63.129 მლნ კვტსთ
3. ფარავან ჰესი (სეზონური)- 49.215 მლნ კვტსთ
4. ლაჯანურ ჰესი (სეზონური)- 44.813 მლნ კვტსთ
5. დარიალ ჰესი (სეზონური)- 44.256 მლნ კვტსთ
6. ვარდნილ ჰესი (მარეგულირებელი) – 42.671 მლნ კვტსთ
7. გუმათ ჰესი (სეზონური)- 38.030 მლნ კვტსთ
8. ხრამ ჰესი 2 (მარეგულირებელი) – 30.023 მლნ კვტსთ
9. რიონ ჰესი (სეზონური)- 26.357 მლნ კვტსთ
10. ხელვაჩაური ჰესი 1 (სეზონური)- 25.441 მლნ კვტსთ

Leave a Reply