კრემლის პირველი რეაქცია აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე

რუსული პრესა აშშ-ის მიერ დაწესებულ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული პირველ კომენტარის შესახებ იუწყება.

აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-თან კავშირში მყოფ რუსულ კომპანიების და გემების წინაღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

პესკოვის თქმით, კრემლს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და თეთრის სახლის მეთაურ ჯო ბაიდენის შეხვედრის მზადების ფონზე კრემლს ვაშინგტონის ასეთ ქმედებაში გარკვევა სურს.

„უნდა გაირკვეს. კოლეგებთან ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. <…> ვნახოთ, ჩვენთვის უმჯობესი როგორ იქნება”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ ოთხ რუსულ კომპანიასა და 13 საზღვაო ხომალდს სანქციები დაუწესა.

Leave a Reply