ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ვარლამ გოლეთიანის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, იმის თაობაზე, რომ 26 მაისს ხალხი მათ აქციაზე უნდა მივიდეს და არა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკვე არა ჰესის , არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.
გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ რაზე ლაპარაკობს და ნეტა იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია გრძელდება.
ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული?
ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.
P.S. – ვინმე კეთლის მსურველმა ურჩიეთ ამ ახალგაზრდას, ცოტა გონს მოვიდეს და თავისი ადგილი ისწავლოს;
P.P.S – ვიღაც ტროლებმა ლექსი დაუწერეს, იესოს შეადარეს და მემგონი მართლა დაიჯერა რომ მესიაა”, – წერს გვიდიანი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.