“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, ჩინეთმა 2021 წლის პირველ ოთხ თვეში ნავთობის მოპოვება 1,9%-ით გაზარდა წლიური მაჩვენებლით – 65,63 მილიონ ტონამდე, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს მონაცემებში.
აპრილის თვეში ჩინეთში ნავთობის მოპოვება 3,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 16,41 მლნ ტონა.
იანვარ-აპრილის თვეში ქვეყანაში გაზის წარმოება გაიზარდა 11,6%-ით წლიური მაჩვენებლით – 70,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ცალკე აპრილის თვეში – 7%-ით 16,9 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ნავთობის გადამუშავების მოცულობა აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 14,2%-ით და შეადგინა 232,1 მლნ ტონა.