ვინ არის 27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა

27 წლის ვი­ტა­ლიკ ბუ­ტე­რი­ნი, რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის, კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ინო­ვა­ტო­რია, რო­მელ­მაც 2013 წელს, ჯერ კი­დევ 19 წლის ასაკ­ში შექ­მნა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა – ეთე­რი­უ­მი, დღეს კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის წყა­ლო­ბით, მი­ლი­არ­დე­რი გახ­და.

რო­გორც CNN წერს, ეთე­რი­უ­მი ბა­ზარ­ზე 2015 წელს ჩა­ეშ­ვა. ბუ­ტე­რი­ნი კი ამ დრო­ის­თვის თა­ვის სა­ჯა­რო ან­გა­რიშ­ზე 333 500 ეთე­რი­უმს ფლობს. ამ ვა­ლუ­ტა­ზე ბოლო დროს მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ერთი ერ­თე­უ­ლის ფასი 3 482 დო­ლა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის­ტის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 1,1 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ბუ­ტე­რი­ნი არის Bitcoin Magazine-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ეს არის გა­მო­ცე­მა, სა­დაც ქვეყ­ნდე­ბა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბიტ­კო­ი­ნე­ბი­სა და სხვა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის შე­სა­ხებ 2012 წლი­დან. 2014 წელს ის მოხ­ვდა თი­ე­ლის სტი­პენ­დი­ან­ტებს შო­რის, სტი­პენ­დია და­ა­წე­სა მი­ლი­არ­დერ­მა პი­ტერ თი­ელ­მა, რათა ინო­ვა­ტო­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მათ­თვის, ვი­საც აუ­დი­ტო­რი­ა­ში ყოფ­ნას, რა­ი­მის შექ­მნა ურ­ჩევ­ნია, თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

სტი­პენ­დია ერთ ახალ­გაზ­რდა­ზე 100 000 დო­ლარს ით­ვა­ლის­წი­ნებს. სწო­რედ ეს იყო ის თან­ხა, რო­მე­ლიც ბუ­ტე­რინ­მა სა­წყის კა­პი­ტა­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მა­გა­ლი­თად Twitter-ზე 1,4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის არას­დროს არა­ფერს წერს და არ აქ­ტი­უ­რობს.

ბუ­ტე­რი­ნი რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ კო­ლომ­ნა­ში, დმიტ­რი ბუ­ტე­რი­ნი­სა და ნა­ტა­ლია ჩის­ტი­ა­კო­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. რუ­სეთ­ში ექ­ვსი წლის ასა­კამ­დე ცხოვ­რობ­და, ხოლო შემ­დეგ, ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში კა­ნა­და­ში წა­ვი­და, ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის­თვის.

17 წლის იყო, რო­დე­საც მა­მამ ბიტ­კო­ი­ნე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვა­ტერ­ლო­ოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით მა­თე­მა­ტი­კა­ში. იყო კრიპ­ტოგ­რაფ იან გოლდბერ­გის კვლე­ვის ასის­ტენ­ტი.

2014 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­ზე უარი თქვა. თუმ­ცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშ­ნავს რომ გა­ჩერ­და, მი­ი­ღო თი­ე­ლის სტი­პენ­დია და შექ­მნა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, რა­მაც დღეს უკვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად აქ­ცია.

  • ბუ­ტე­რინ­მა კარ­გად იცის ეთე­რი­უ­მის ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის­თვის. 2017 წლის 2 ივ­ნისს ის პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა. მე­დია მა­შინ წერ­და, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ეთე­რი­უ­მის პო­ტენ­ცი­ალს და რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას აღ­ნიშ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე კავ­შირს რუს პარტნი­ო­რებ­თან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ბუ­ტე­რინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი იყო მოკ­ლე და სა­სარ­გებ­ლო.

“ჩვენ ვცდი­ლობთ ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს კლი­მა­ტი შევ­ქმნათ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და სტა­ბი­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის­თვის“, – ეს გან­ცხა­დე­ბა კრემ­ლმა აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც CNN წერს, ეთე­რი­უმ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდას ექ­სპერ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზებს მი­ა­წე­რენ. მათ შო­რის იმ ფაქტსაც, რომ ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში აღ­ნიშ­ნულ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას იყე­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply