ხუდონჰესზე მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მათი თქმით, ადგილობრივები არ დაუშვებენ ხაიშში ხუდონის აშენებას და ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
საპროტეტო აქციას გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისიტრი. გიგლა აგულაშვილის თქმით, ჰესის მშნებელობის დაწყების ნებართა ჯერ არ გაცემულა, თუმცა სამინისტრო ნებართვის გაცემას გეგმავს.
“ნებართვა გაცემული იქნება მას შემდეგ, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ შენიშვნებს. შენიშვნების გადამუშავების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ გავცეთ ნებართვა იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება გვექნება. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები,”- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი გიგა აგულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის მშენებლობას ხაიშში ადგილობრივები აპროტესტებს.