Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-ის გენერალური მდივანი სანავთობო ბაზარზე ფრთხილი მოქმედებებისკენ მოუწოდებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC სანავთობო ბაზარზე ფრთხილი მოქმედებისკენ მოუწოდებს.

OPEC +”-ის ქვეყნები კვლავ ფრთხილად უნდა იყვნენ სანავთობო ბაზარზე თავიანთ ქმედებებში, რადგან COVID-19 პანდემიის გამო არასტაბილურობა და გაურკვევლობა კვლავ რჩება. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ფრთხილად და ყურადღებით იყვნენ  ცვალებადი საბაზრო პირობების მიმართ.

“წინა თვემ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოიტანა, მაგრამ მან ასევე გაგვახსენა COVID-19 პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შესახებ”, – განაცხადა ბარკინდომ.

Leave a Reply