“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი” ევროპის ქვეყნებში მარტის თვის საწვავის ფასებს აქვეყნებს.
მარტის თვის შუა რიცხვების პერიოდში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,23 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.85 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,92 ევროს, დიზელის საწვავი – 1,50 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,65 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,67 ევროს, დიზელის საწვავი – 1,46 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,62 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,65 ევროს, დიზელის საწვავი – 1,49 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,54 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,60 ევრო, A-92 მარკის ბენზინი – 0,504 ევროს, დიზელის საწვავი – 0,54 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,69 ევროს , A-92 მარკის ბენზინი – 0,61 ევროს, დიზელის საწვავი – 0,59 ევროს;
აზერბაიჯანში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,62 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,69 ევროს; A-92 მარკის ბენზინი -0,50 ევროს, დიზელის საწვავი – 0,40 ევროს;
უკრაინაში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,88 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,92 ევროს, A-92 მარკის ბენზინი – 0,852 ევროს, დიზელის საწვავი – 0,86 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,81 ევროს, დიზელის საწვავი – 0,68 ევროს;
მოლდავეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,96 ევროს, A-92 მარკის ბენზინი – 0,91 ევროს, დიზელის საწვავი – 0,77 ევროს.
დეტალურადსაწვავისფასებიევროპისქვეყნეშიიხილეთქვევითმოცემულცხრილში
(მარტის შუა რიცხვების მდგომარეობით):
ქვეყანა | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | ბენზინი 92 | დიზელი |
რუსეთი | 0,54 ევრო | 0,60 ევრო | 0,504 ევრო | 0,54 ევრო |
აზერბაიჯანი | 0,62 ევრო | 0,69 ევრო | 0,50 ევრო | 0,40 ევრო |
სომხეთი | 0,63 ევრო | 0,69 ევრო | 0.61 ევრო | 0,59 ევრო |
თურქეთი | 0,75 ევრო | 0,81 ევრო | 0,68 ევრო | |
უკრაინა | 0,88 ევრო | 0,92 ევრო | 0,852 ევრო | 0,86 ევრო |
მოლდავეთი | 0,92 ევრო | 0,96 ევრო | 0,91 ევრო | 0,77 ევრო |
ლიტვა | 1,21 ევრო | 1,32 ევრო | 1,10 ევრო | |
ლატვია | 1,29 ევრო | 1,35 ევრო | 1,19 ევრო | |
ესპანეთი | 1,31 ევრო | 1,46 ევრო | 1,18 ევრო | |
საფრანგეთი | 1,52 ევრო | 1,59 ევრო | 1,40 ევრო | |
გერმანია | 1,46 ევრო | 1,62 ევრო | 1,27 ევრო | |
საბერძნეთი | 1,60 ევრო | 1,71 ევრო | 1,33 ევრო | |
ნორვეგია | 1,60 ევრო | 1,70 ევრო | 1,51 ევრო | |
იტალია | 1,62 ევრო | 1.65 ევრო | 1,49 ევრო | |
ნიდერლანდები | 1,85 ევრო | 1,92 ევრო | 1,50 ევრო |