ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “ენერგო-პრო”-სთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და გარკვეული ძალები ბინძურ პროპაგანდას ახორციელებენ.
“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის პროპაგანდა ისეთი, თითქოს ვიღაცას ატერორებენ. ეს დრო დასრულდა. მსგავსი რაღაცეები არ ხდება – ვიღაცას ატერორებდნენ, ვიღაცას ბიზნბესს ართმევდნენ – სააკაშვილი თავის რეჟიმთან ერთად დასრულდა. წავიდა, და აღარ დაბრუნდება.
ის კითხვები, რაც ფინანსთა სამინისტროს “ენერგო-პრო”-სთან ჰქონდა, ნორმალურია. ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას. ეს მათი მოვალეობაა. თუ რამე კანონდარღვევა აღმოაჩინეს, შეუძლიათ ითანამშრომლონ და კიდეც თანამშრომლობენ. თუ “ენერგო-პრო”-ს მიაჩნია, რომ რაღაც დარიცხვა არასწორად იყო, ეს ჩვეულებრივი დავის საგანი იქნება და შეთანხმება მიიღწევა. პრობლემა როგორც იყო წარმოდგენილი არ ვეთანხმები. ეს არის ბინძური პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზია ახორციელებს”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება იმის გამო გადადო, რომ საქართველოში მოქმედ კომპანია “ენერგო-პრო”-ს ხელისუფლებამ დავალიანება უსამართლოდ დაურიცხა.