როდის დაიწყება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი ამ დრომდე უცნობია. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო, თუმცა 1988 წელს შეჩერდა.
ხუდონჰესის პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის საინვესტიციო პროექტების სიაში მოიაზრება. ჰესის სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 1500.0 გეგავატ სთ-ია. ხუდონჰესისი პროექტზე ტრანსელექტრიკა ჯორჯიასთან მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა. პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად კი 2020 წელი სახელდება. თუმცა როდის დაიწყება ჰესის მშენებლობა კვლავ გაურკვეველი რჩება. როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს პროექტის სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან პრობლემას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს.
“ხუდონზე უახლოეს მომავალში გეტყვით, სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ჯერჯეროიბით ნაადრევია, იცით თქვენ პრობელამ ადგილობრივი მოსახლეობის კუთხით”, – კახა კალაძე.
კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუმცა მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყოს. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ხუდონჰესის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, სადაც გათვალისწინებული იქნება მათი მოთხოვნა.
“თანხა რომელიც “ტრანსელექტრიკამ” მესტიის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხა ეს იყო მიწის გადასახადი. მაგრამ, როდის დაიწყება თვითონ პროექტზე მუშაობა, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან, სადაც ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, არ გამოვრიცხავ, წელს დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.
ხუდონჰესის პროექტი საპარტნიორო ფონდის მმართველობაში უნდა გადავიდეს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციაზე საპარტნიორო ფონდში კომენტარს ვერ აკეთებენ, მათი თქმით საპარტნიორო ფონდისთვის აღნიშნული წინადადებით არ მიუმართავთ, და ფონდში ხუდონის პროექტის მათ განკარგვაში გადასვლას არ ადასტურებენ.
რაც შეეხება ტრანსელექტრიკა ჯორჯიას, კომპანიამ 2015 წლის იანვრში მესტიის რაიონის ბიუჯეტში საპროექტო მიწის გადასახადის სახით 2,5 მილიონ ლარამდე გადაიხადა. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, პროექტის დაწყებისთანავე გაუმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მშენებლობის ეტაპზე დასაქმდება 4000 ადამიანი.
ხუდონის საპროექტო ღირებულება – 1,2 მილიარდი აშშ დოლარია და მის მიერ გამომუშავებული ენერგია მილიარდ 500 მლნ-ი ყოველწლურად 15 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემაში დარჩება.