დავით თვალაბეიშვილი: გარდაბნის თბოსადგური სრულად ქართული ფულით აშენდა

დავით თვალაბეიშვილი: გარდაბნის თბოსადგური სრულად ქართული ფულით აშენდა

საქართველოს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ხელმძღვანელმა დავით თვალაბეიშვილმა “გარდაბნის თბოსადგურის” ტექნიკური გაშვების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ თბოსადგური ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების მეშვეობით აშენდა.

“გარდაბნის თბოსადგურის” პროექტი არის უნიკალური. რადგან თბოსადგურის მშენებლობისთვის ფინანსური სახსრები მოზიდული იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების მეშვეობით და ეს მოხდა მთლიანად ქართული კომპანიის “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ.

კორპორაცის გამოთავისუფლებული ობლიგაციები, ძლიერი სავაჭრო პოზიციების ბაზარზე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების პოზიტიური შეფასების პირობებში “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, მომავალშიც გამოვიყენოთ უცხოური საფონდო ბაზრების დაფინანსების რესურსი პერსპექტიული პროექტების განვითარების საკითხში”, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბოსადგურის პროექტი განსაკუთრებულია თავის მახასიათებლებითაც.

“საქართველოში არის კომბინირებული ციკლის პრინციპზე მომუშავე თბოსადგური მარგი ქმედების კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებლებით. “გარდაბნის თბოელექტროსადგური” ქვეყნის ელექტროფიკაციას შემატებს 237 მგვ სიმძლავრეს და ამ პროექტით ენერგეტიკის სექტორი შეიძენს მდგრადობას და სტაბილურობას“

თვალაბეიშვილის თქმით, პროექტზე მუშაობით ქართულმა გუნდმა შეიძინა გამოცდილება, რომელიც საქართველოს მომავალში სხვა ახალი პროექტების განხორციელებაში გამოადგება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროექტის განხორციელების დროს ქართულმა გუნდმა შეიძინა უნიკალური გამოცდილება რთული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ეს გამოცდილება ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება მომავალში“.

Leave a Reply