ნა­თია თურ­ნა­ვა: “ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი – მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს”

ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც და ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი მათ, მაგ­რამ, ამ ეტაპ­ზეც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი, და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან ბევრ კი­თხვას, რო­მე­ლიც დღეს და­ის­ვა და ზო­გა­დად არ­სე­ბობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­ვე­ცით პა­სუ­ხე­ბი, – ამის შე­სა­ხებ ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

„და­ის­ვა კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი – მა­გა­ლი­თად, ჰე­სის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე ჩვენ­მა ექ­სპერ­ტებ­მა, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გან­მარ­ტეს, რომ თუნ­დაც იმ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშხლის, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა, კო­ლაფ­სის და ნგრე­ვის არც ერთი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში და ერთი მე­მი­ლი­არ­დე­დია თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ მას რამე და­ე­მარ­თოს“, – გან­მარ­ტა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი გე­ო­ლო­გია და რა­ღაც ქა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, რა­ტომ­ღაც, სა­ხელ­დე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პი­რი­ქით, თვი­თონ კაშხლე­ბი რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ შემ­თხვე­ვა­შიც, და­ი­ცავს ხე­ო­ბას მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის­გან.

„ასე­ვე ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია აპო­კა­ლიპ­ტუ­რი სუ­რა­თი – მო­გო­ნი­ლი ტალ­ღა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­არ­ტყას და­სახ­ლე­ბებს – არას­წო­რად ვრცელ­დე­ბა ასე­თი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მო­სახ­ლე­ო­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

რო­გორც თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ჯა­როა და ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს შე­უძ­ლია გა­მო­ი­თხო­ვოს.

“ეს დო­კუ­მენ­ტი აქამ­დეც უკვე არა­ერ­თგზის გვაქვს მი­წო­დე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სა­მი­ნის­ტროს ვებ და ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი პა­სუ­ხი იმ ფსევ­დო­სა­მარ­თლებ­რივ ანა­ლიზ­ზე, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ვეყ­ნებს. ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავთ იმას, რომ მათი სურ­ვი­ლია, ან­ტი­ჰე­სე­ბის კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდნენ. მათი დას­კვნა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. ამ­დე­ნად, რო­დე­საც გა­ეც­ნო­ბით ჩვენს დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბას, ბევ­რი კი­თხვის პა­სუხს მი­ი­ღებთ,“ – აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

Leave a Reply