ირანმა ევროკავშირს ბირთვული შეთანხების აღდგენის შესახებ არაოფიციალური შეხვედრის ინიციატივაზე უარი უთხრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Twitter-ზე დაწერა, რომ მსგავსი არაფორმალური შეხვედრის ჩატარების დრო ჯერ არ დამდგარა.
ირანის მხრიდან ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არაფორმალურ შეხვედრაზე დასწრების შესახებ თანხმობა განაცხადა.
ბირთვული შეთანხმება აშშ-მ დონალდ ტრამპის ინიციატივით, 2018 წელს დატოვა. როგორც ვაშინგტონში, ასევე თეირანში შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ ოფიციალური მზაობა დადასტურებულია, თუმცა პროცესი ჩიხშია შესული, რადგან თეირანი შეთანხმების აღდგენის წინაპირობად სანქციების მოხსნას ასახელებს, ხოლო ვაშინგტონი სანქციების მოხსნის პირობად ირანისგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.