„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს მთავრობა იწყებს მასშტაბურ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. რეფორმის ფარგლებში შეირჩა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სადაც დაგეგმილია კორპორაციული მართვის სისტემის რეფორმა და მისი საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან და OECD სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა.  აღნიშნული რეფორმის ფარგლებში იქმნება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ვადა 3 წელია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულება განხორციელდება კომპანიის წესდების, OECD სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, მათ შორის:

  • კორპორაციული სტრატეგიის შემუშავება და აქციონერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • კორპორაციული სტრატეგიის შესრულების, წლიური ბიზნეს-გეგმის, ბიუჯეტის მონიტორინგი;
  • კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა გათავისუფლება, სახელფასო პოლიტიკის შემუშავება;
  • სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევა.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ან ეკონომიკის, ან ენერგეტიკის, ან სამართლის ან სხვა დარგში;
  • 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 5-წლიანი აღმასრულებელ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომლითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან;
  •  უცხო ენა: ინგლისური – არანაკლებ B2 დონეზე.

რაც შეეხება დამატებით მოთხოვნებს, საჭიროა:

  • კორპორაციული ფინანსების ცოდნა, კორპორაციული მართვის, ბიზნეს-სტრატეგიის შემუშავების და დანერგვის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებით;
  • სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იკავებს ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ეკავა მინისტრის, მინისტრის მოადგილის, საქართველოს პარლამენტის წევრის ან/და სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობა.

სამსახურის მდებარეობა:  ქ. თბილისი.

დაინტერესებულმა პირებმა, 2 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა გააგზავნონ  რეზიუმე მისამართზე: board@nasp.gov.ge.

Leave a Reply