ქარის სიმძლავრით მოპოვებული ენერგიის მაჩვენებლები, ამერიკაში ყოველდღიურად დიდი სისწრაფით იზრდება, კერძოდ: 2006 წლიდან ქარის ენერგიის წარმოების მოცულობა 38%-ით არის გაზრდილი. დღესდღეობით აშშ-ს ელექტროენერგიის 4.6% სწორედ ქარის ენერგიით გამომუშავდება.
აკადემიკოსების, მეცნიერების, ინჟინრებისა და ენერგეტიკის სხვა სპეციალისტების ნაშრომებზე დაყრდნობით აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს „პროგნოზების რუკას“. რუკაზე ნაჩვენებია პოტენციური ზრდის მაჩვენებლები მომდევნო დეკადების განმავლობაში, ასევე აღწერილია თუ რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია შეერთებული შტატებისთვის.
გამოქვეყნებული კვლევის ძირითადი დასკვნები
- პროგნოზების მიხედვით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქარის ენერგიის ფასები, სხვა განახლებადი ენერგიების წყაროების ფასების, კონკურენტუნარიანი გახდება.
- 2050 წლისთვის სავარაუდო მოლოდინები არის ის, რომ სწორედ ქარის ენერგია გახდეს აშშ-ს მთლიან ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოპოვების მთავარი წყარო.
- ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიის განვითრებით, შესაძლებელია დამატებით 600 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა 2050 წლისთვის.
- ალტერნატიული ენერგიის ათვისებით, შესაძლებელია დაახლოებით 508 მილიარდი დოლარის დაზოგვა, გარემოს დაცვითი სამუშაობის განხორციელების კუთხით.
აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რუკებზე ასახულია, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ქარის ინდუსტრია მომავალი დეკადების განვალობაში მოთხოვნის ცვლილების, ნავთობის ფასის ცვლილებისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებების ფონზე.
ხაზგასასმელია, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია :
- ალტერნატიული ენერგიის ათვისება გამოუყენებელ ტერიტორიებზე შეიძლება.- მაღალ ტურბინებს, უფრო მასიური როტორით შეუძლია გაცილებით დიდი რაოდენობით ენერგიის გენერირება მაღალ წერტილებში. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა ძლიერი ქარის არარსებობის შემთხვევაშიც მიიღოს ინდუსტრიამ დიდი სარგებელი.
- სანაპიროს ქარს უფრო მძლავრად და სტაბილურად მუშაობა შეუძლია – ქარის ენერგიის მოპოვების ეს გზა შესაძლებელია გახდეს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის ძირითადი წყარო.
გიორგი კაპანაძე