არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

Abengoa Yield მდგრადი განვითარების საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივებს ფლობს ენერგიისა და გარემოს მდგრადი განვითარების დარგში.

კომპანიის მზის ელექტროსადგურმა „სოლანამ“ არიზონაში, ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებში დანერგილი ინოვაციებისთვის გუბერნატორისა და პრეზიდენტის ჯილდო მიიღო არიზონას გარემოსდაცვითი დაჯილდოების 34-ე ყოველწლიურ ცერემონიალზე.

„სოლანა“ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, თანამგზავრის ტიპის თერმული ელექტროსადგური. იგი მდებარეობს გილა ბენდთან ახლოს არიზონაში და მისი დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია.

6 საათის მანძილზე თერმული ენერგიის დაგროვების შესაძლებლობის წყალობით, „სოლანა“ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით ამარაგებს არიზონას საჯარო სამსახურებს, სავაჭრო ცენტრებს, კომერციულ შენობებს და ა.შ.  „სოლანა“ ასევე, დაახლოებით 70,000 ოჯახს აწვდის ელექტროენერგიას.

აღნიშნული მზის სადგური ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შემცირების კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ მზის სადგურის მეშვეობით წლიურად დაახლოებით  475,000 ტონა ნახშიროჯანგის ატმოსფეროში გამოფრქვევის პრევენცია ხდება. სწორედ ამ მიზეზით “სოლანას” სადგურმა კლიმატზე ზემოქმედების მინიმიზაციის გამო ჯილდო დაიმსახურა.

არიზონის ყოველწლიური გარემოსდაცვითი დაჯილდოება ყველაზე ძველი და პრესტიჟული კონკურსია, რომელიც კონკრეტულად გარემოს მდგრადი განვითარების საკითხებს ეხება. ის არჩევს პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა ბუნებაზე ზრუნვით და საკუთარი წვლილი შეაქვს შტატის მდგრად განვითარებაში. „სოლანა“ აღიარეს, როგორც ინოვაციური გადაწყვეტილება არიზონას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მომარაგებისთვის.

„სოლანას“ თანამგზავრის ტიპის კოლექტორები მზის სხივის კონცენტრირებას მიმღებ მილებში ახდენს, რომლებიც განლაგებულია თითოეული ასეთი კოლექტორის ფოკუსის წერტილში. სითბოს გადამცემი სითხე  თბება, მილების მიმართულებით ცირკულირდება და უკან ცენტრალური ელექტროსადგურისკენ მიემართება. ამის შემდეგ სითხე გაივლის რამოდენიმე თბოგადამცემს, რათა გამოიყოს გადახურებული ორთქლი, რომელიც სპეციალურ ორთქლის ტურბინის გენერატორში ხვდება, სუფთა ენერგიის მისაღებად.

„სოლანას“ თერმული ენერგიის აკუმულირების სისტემას შეუძლია ექვსი საათის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით გამოიმუშაოს ელექტროენერგია, მზის რადიაციის გარეშეც, ანუ ღრუბლიან ამინდში, მზის ჩასვლის შემდეგ და მზის ამოსვლამდე. აღნიშნული მოქნილი სისტემა საშუალებას აძლევს არიზონის საჯარო სამსახურს შეუსაბამოს ელექტროენერგიის წარმოება მის მოხმარების საჭიროებას და შესაბამისად უწყვეტად მიიღოს ის 6 საათის განმავლობაში, ნაკლებად დატვირთული თუ პირიქით ყველაზე აქტიური პერიოდის განმავლობაში.

cabecera4 cabecera6 cabecera3 cabecera1 cabecera2 cabecera5

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply