ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

“ოპეკი +”-ის მონიტორინგის კომიტეტის შემდეგი სხდომა 3 მარტს გაიმართება

2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა შეიძლება მოსალოდნელზე სრაფი ტემპით მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, ნათქვამია “ოპეკი +”-ის მინისტრების მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებაში სამი თებერვლის შეხვედრის შემდეგ.  “ოპეკი +”-ის მონიტორინგის კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 3 მარტს გაიმართება.

“მსოფლიოში COVID-19 -ის ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სრაფი ეკონომიკუირი ზრდა, ნავთობის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე ნახევარში”, – ნათქვამია ანგარიშში.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში “ოპეკი +”-ის ქვეყნები შეთახმდნენ თებერვლისა და მარტის თვეების წარმოების პარამეტრებზე. ამ პირობებში, რუსეთსა და ყაზახეთს შეეძლებათ ნავთობის მოპოვება დღე/ღამეში 150 ათასი ბარელით გაზარდონ ორი თვის განმავლობაში, ხოლო საუდის არაბეთი და “ოპეკი +”-ის ყველა სხვა წევრი ქვეყანა, გაზრდის წარმოების შემცირებას ჯამში 1,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში.

Leave a Reply