დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

შაჰ დენიზიდან გაზის ექსპორტი 8% -ით გაიზარდა

2020 წლის საანგარიშო პერიოდში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) გავლით ექსპორტირებულია 208 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც 27 მილიონი ბარელით ანუ 11.5% -ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

დასავლეთ საექსპორტო მილსადენით 31 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც 3 მილიონი ბარელით ანუ 10,7% -ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

გასული სწლის საანგარიშო პერიოდში, შაჰ დენიზის საბადოზე გაზის ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობამ შეადგინა 49 მილიონი კუბური მეტრი (დაახლოებით 1 მილიარდ 720 მილიონი სტანდარტული კუბური ფუტი), რაც 7,5% -ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ტერმინალის ტექნიკური გადამამუშავების სიმძლავრე დღეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობია, ხოლო რაც შეეხება გაზს, შაჰ დენიზის საბადოზე დღიურად გადამუშავდება 85 მილიონი კუბური მეტრი გაზი. გაზის გადამამუშავებელი და საექსპორტო მთლიანი სიმძლავრე (მათ შორის Азери-Чираг-Гюнешли  გაზი) შეადგენს 105 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრს დღეში.

გაზის ექსპორტი ტერმინალიდან ხორციელდება, ძირითადად სამხრეთ კავკასიის მილსადენით და SOCAR– ის საკუთრებაში არსებული გაზსადენით.

2020 წელს სანგაჩალის ტერმინალიდან ექსპორტირებულია დაახლოებით 239 მილიონი ბარელი ნავთობი და კონდენსატი, რაც 24 მილიონი ბარელით, ანუ 9,1% -ით ნაკლებია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 27,480 მლნ ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 11,3% -ით ნაკლებია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Leave a Reply