Hyundai და Apple ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავენ

პარასკევს Hyundai- ს აქციები თითქმის 25% -ით გაიზარდა, პირველად 33 წლის მნაძლზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით, ავტოკომპანია მოლაპარაკებებს Apple–თან აწარმოებდა.

პარასკევს კორეის საავტომობილო მწარმოებელ Hyundai– ს აქციები 24,8% –ით გაიზარდა და მიაღწია 257,000 კორეულ ვონს ($ 236 დოლარს). ეს არის კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულების მაქსიმალური დღიური მოგება 1988 წლიდან, აღნიშნავს Bloomberg.

მანამდე, 8 იანვარს Korea Economic Daily, ავტოკონცერნის წარმომადგენლის მითითებით, იტყობინებოდა, რომ რამდენიმე ავტომწარმოებელი, მათ შორის Hyundai, მოლაპარაკებებს აწარმოებდა Apple– თან ელექტრომობილების ერთობლივად წარმოების თაობაზე. Hyundai– მ CNBC– ს დაუდასტურა ინფორმაცია და დასძინა, რომ ამ დრომდე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კორეულმა კომპანიამ ასევე დაადასტურა ინფორმაცია Bloomberg– თან, თუმცა შემდგომ შეიცვალა განცხადება და ამოიღო ინფორმაცია Apple– თან დაკავშირებით. ”ჩვენ მივიღეთ რამდენიმე წინადადება სხვადასხვა კომპანიებთან უპილოტო ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით პოტენციური თანამშრომლობის შესახებ. არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან მოლაპარაკებები ჯერ ისევ ადრეულ ეტაპზეა ”, – აღნიშნულია კომპანიის განახლებულ განცხადებაში.

როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, შესაძლოა კორეულ ავტომწარმოებელ ერიდება Apple- ის განაწყენებას, რომელსაც სავარაუდოდ არ სურს ინფორმაციის გასაჯაროვება მომავალი პროდუქტებისა და პარტნიორობის თაობაზე. მანამდე სააგენტომ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ IT გიგანტის პროექტი უპილოტო ელექტრომობილის შექმნასთან დაკავშირებით ადრეულ ეტაპზეა და Apple– ს მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება პირველი ელექტრომობილის მოდელის გამოსაშვებად. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია ჯერ არ ჩქარობს ავტო ინდუსტრიაში პოტენციური პარტნიორების არჩევას, ასკვნის Bloomberg.

ინფორმაციას Apple-ის გეგმზე, საკუთარი ბრენდის სახელით უპილოტო ელექტრომობილის გამოშვებასთან დაკავშირებით, 22 დეკემბერს იტყობინებოდა Reuters. განცხადების თანახმად, Apple 2014 წლიდან მუშაობს უპილოტო ელექტრომობილებზე, სახელწოდებით Titan.

Leave a Reply