ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოგება წლიურად 17,5-ჯერ შეუმცირდა

ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოგება წლიურად 17,5-ჯერ შეუმცირდა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” (სნგკ) 6 თვის წმინდა მოგება წლიურად, 17,5-ჯერ, 2,99 მლნ ლარამდე შეუმცირდა. შარშან ამავე პერიოდში კორპორაციის წმინდა მოგება 52,2 მლნ ლარი იყო.

არააუდირებული ფინანსური დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ 2015 წლის იანვარ-ივნისში კომპანიას 53,6 მილიონით, 234,4 მილიონამდე გაეზარდა შემოსავლები, თუმცა ამავე პერიოდში წმინდა ფინანსური შემოსავლის მუხლში 45 მლნ ლარის ხარჯი დაფიქსირდა, ამავე მუხლში 2014 წლის 6 თვეში 3,3 მლნ ლარის შემოსავალი ფიქსირდებოდა.

ასევე გაზრდილია გაზის შესყიდვაზე გაწეული ხარჯი, რამაც 168,88 მლნ ლარი შეადგინა, შარშან ეს მაჩვენებელი 109,7 მილიონი ლარი იყო.

6 თვის მონაცემებით გაზრდილია აქტივების მოცულობა, ჯამური აქტივები 1,37 მლრდ ლარია, ნაცვლად შარშან დაფიქსირებული 1,23 მილიარდისა.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მისი მოცულობა 695,8 მილიონია.

Leave a Reply