სააგენტო ანადოლუს ცნობით, აფეთქება ყარსის რეგიონის სოფელ სარიკამიშის ტერიტორიაზე მოხდა.
დადგენილია, რომ ტერაქტი ქურთ მუშათა პარტიის მიერ არის მოწყობილი. ტერაქტში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დანაყოფი, მიმდებარე რაიონები კი მკაცრად კონტროლდება .ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება რამდენიმე კვირის წინ, 4 აგვისტოსაც მოხდა, რის გამოც 23 აგვისტომდე შეფერხებული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება.გაზსადენი ბაქო-თბილის-ერზრუმი ოფიციალურად 2007 წლის 25 მარტს გაიხსნა. მისი დიამეტრი 106 სანტიმეტრია, სიგრძე კი- 970 კმ.
BP აზერბაიჯანის განცადებით, აფეთქებას ზიანი არ მიუყენებია შახ დენიზის პლატფორმისთვის.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი აზერბაიჯანული გაზის, შახ დენიზიდან ექსპორტისთვის არის საჭირო. გაზსადენი სათავეს ბაქოში იღებს, გადის საქართველოში და თურქეთის ქალაქ ერზრუმში სრულდება.