ანტი-ბივრთული ჯგუფების განცხადებების ფონზე, იაპონიამ ოთხი წლის წინ ფუკუშიმაში მომხდარი კატასტოფის დროს დახურული ყველა ატომური ელექტროსადგურიდან ერთ-ერთი სადგური აამუშავა, რომელიც ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაირთო.
სენდაის ატომური ელექტროსადგური უახლესი ტექნოლოგიებით განაახლეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს კომპანიას მისი ხელმეორედ ჩართვის უფლება. ელექტროსადგურის ორივე რეაქტორის განახლება 100 მილიონი დოლარი დაჯდა. პირველი რეაქტორი, რამოდეინმე დღის წინ ამუშავდა ხოლო მეორეს ჩართვა მომდევნო ორი თვის განმავლობაში იგეგმება.
2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, იაპონიის 48 ბირთვული რეაქტორი დაიხურა, თუმცა შემოწმების შემდეგ 25 ელექტროსადგურის ხელმეორედ გახსნა იგეგმება.
იაპონიის ატომური ენერგოუსაფრთხოების საკონტროლო კომპანიის წარმამადგენელი ამტკიცებს, რომ ჩართვამდე ყველა რეაქტორს საიმედოდ შეამოწმებენ და ფუკუშიმაში მომხდარი ავარიის განმეორებას აღარ დაუშვებენ.
იაპონიამ ატომური ელექტროსადგურებისგან მიღებული დანაკარგის ასანაზღაურებლად ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდა, თუმცა ეს მარტო ქვეყნის ეკონომიკას კი არა მოსახლეობასაც უქმნის საფრთხეს. 2011 წლამდე ატომურ ელექტროსადგურებზე ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედს გამოიმუშავებდნენ. მხოლოდ სენდაის სადგურზე, წელიწადში 12 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ. იაპონია ღარიბია შიდა ენერგეტიკული რესურსებით და სწორედ, ამიტომ გარდაუვალია ატომურ სადგურებზე გამომუშავებული ენერგიის რაოდენობის გაზრდა.
ატომური ელექტროსადგურების დახურვის შემდეგ იაპონია მსოფლიოში თხევადი აირის უდიდესი იმპორტიორი გახდა, ჩინეთის შემდეგ მეორე უდიდესი ქვანახშირის იმპორტიორი და მესამე უდიდესი ნავთობის იმპორტიორი, ამერიკის და ჩინეთის შემდეგ.
გიორგი კუკულაძე