გარდაბნის თბოსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად წინადადებების კომისიაში წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 7 სექტემბერი განისაზღვრა, აქტის გამოცემის, კომისიის გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად – 2015 წლის 11 სექტემბერი.
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. ენერგობლოკის დადგმული სიმძლავრე 239 მგვტ-ია, ხოლო სადგურის მიერ ელექტროენერგიის წლიური საპროექტო გამომუშავება 1.6 მლრდ.კვტ/სთ-ს შეადგენს. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ბუნებრივი აირის (სათბობის) წლიური საპროექტო ხარჯია – 350 მლნ.მ3/წელიწადში.